ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ნეიმარის "რეალში" შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

  • საერთაშორისო
  • 13 თებერვალი 20:38

მარიანო რახოი დარწმუნებულია, რომ "ბლანკოსს" ბრაზილიელი ვარსკვლავი არ სჭირდება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, სამეფო კლუბის ამჟამინდელი სამეული (ბენზემა, ბეილი, რონალდუ) კვლავ შეძლებს გულშემატკივართა აღფრთოვანებას და კიდევ არაერთი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება გუნდს.


"დარწმუნებული არ ვარ, რომ "რეალს" ნეიმარი სჭირდება. ჯერ კიდევ ნაადრევია, რონალდუს, ბეილის და ბენზემას ჩამოწერა. ცოტა ხნის წინ ისინი საკუთარ საქმეში საუკეთესოებად მიიჩნეოდნენ - ახლა კი მათ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. პირადად მე აღფრთოვანებული ვარ და მწამს ამ სამეულის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ნაადრევია ნეიმარის ტრანსფერზე საუბარი - კარგად უნდა გავიაზროთ პერსპექტივა." -ციტირებს რახოის სიტყვებს AS-ი.

წყარო: livesport.ws

ახალი დამატებული