კანადელმა მოციგურავემ ძაღლი "დელიკატესად" ქცევას გადაარჩინა (ფოტო)

  • ოფსაიდი
  • 13 თებერვალი 17:47

პიონჩანში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ფონზე - საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა.

კანადელი ფიგურული მოციგურავე მეგან დიუამელი ერთ-ერთ დაწესებულებას სტუმრობდა, რომელშიც ძაღლებს ზრდიან საკვები დანიშნულებით. კანადელი მოციგურავის განსაკუთრებული ყურადღება ტაქსამ დაიმსახურა.


მეგან დიუამელმა, ტაქსა მეტსახელად - მუ-ტაე რომელიმე სამხრეთ კორეულ ოჯახში "დელიკატესად" ქცევას გადაარჩინა და მისი წაყვანა კანადაში გადაწყვიტა. სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა, რომლებიც ძაღლების ხოცვის და მათი საკვებად გამოყენების წინააღმდეგები არიან - მეგანს იურიდიული პროცედურების მოგვარებაში შესთავაზეს დახმარება.


წყარო: sport.bigmir.net

ახალი დამატებული