ნეიმარი "ბარსელონასთან" დავაში დამარცხდა

  • საერთაშორისო
  • 13 თებერვალი 17:20

კატალონიური გრანდის ყოფილი ვარსკვლავი "ბლაუგრანასგან" ერთგულებისთვის ბონუსს ვერ მიიღებს.

ნეიმარი FIFA-ს მეშვეობით ცდილობდა კატალონიური გრანდისგან 40 მილიონი ევროს მიღებას. თუმცა მსოფლიოს საფეხბურთო ორგანიზაციამ "ბარსელონას" მხარი დაიჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას, კატალონიური გამოცემა Sport-ი ავრცელებს.


2016 წელს, ნეიმარმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის სანაცვლოდაც მამამისი 40 მილიონ ევროს მიიღებდა - თუმცა ნახევარი წლის შემდეგ, ბრაზილიელმა კატალონიური გრანდი დატოვა და "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, "ბარსელონამ" უარი განაცხადა, ნეიმარის ოჯახისათვის 40 მილიონი ევრო გადაეცა.


გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები თავად აპირებენ ნეიმარის წინააღმდეგ ჩივილს და იმ 75 მილიონი ევროს დაბრუნებას, რომელიც ნეიმარმა კონტრაქტის გახანგრძივების სანაცვლოდ მიიღო.

წყარო: football.ua

ახალი დამატებული