"მანჩესტერ იუნაიტედმა" ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაზე განაცხადა უარი

  • საერთაშორისო
  • 13 თებერვალი 15:39

პრემიერლიგის გრანდის ხელმძღვანელებს შეეძლოთ ყოველწლიურად 26 მილიონი ფუნტი მიეღოთ, მაგრამ ამისათვის "ოლდ ტრაფორდისათვის" სახელი უნდა შეეცვალათ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველწლიურად 26 მილიონ ფუნტს მიიღებდა - იმ შემთხვევაში თუ საშინაო არენის სახელს გაყიდიდა და "ოლდ ტრაფორდს" სახელი გადაერქმეოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Duff & Phelps-ი ავრცელებს.


ანალოგიური გარიგება "მანჩესტერ სიტიმაც" განახორციელა, რომელიც სტადიონისთვის "ეტიჰადის" დარქმევით 7 მილიონი ფუნტით ნაკლებს იღებს, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედს" შეეძლო რომ მიეღო.


Duff & Phelps-ის მტკიცებით, სტადიონების დასახელების შესყიდვა 80%-ითაა გაძვირებული ინგლისში - განსაკუთრებულ ინტერესს კი დიდი ექვსეულის კლუბების სტადიონები იწვევენ. 


სოლიდური ფინანსური დაინტერესების მიუხედავად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებმა კატეგორიული უარი განაცხადეს "ოლდ ტრაფორდისათვის" სახელის გადარქმევის თაობაზე.

ახალი დამატებული