ბილეთების გაყიდვა 15:00 სათიდან დაიწყება

  • საერთაშორისო
  • 13 თებერვალი 13:56

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსა და გერმანიის საკალათბურთო ნაკრებთა მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, დღეს, 15:00 საათიდან დაიწყება. 


მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 5, 10, 15, 20, 25 ლარი იქნება და მათ რეალიზებას ინტერნეტით  კალათბურთის ფედერაციის პარტნიორი „Tkt.ge“  განახორციელებს.  


შესარჩევი ტურნირის G ჯგუფში საქართველოსა და გერმანიასთან ერთად ავსტრია და სერბეთი არიან.


ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე საკვალიფიკაციოში 2 წაგება აქვს, რომლებიც გასული წლის ნოემბერში გერმანიასა  და სერბეთში  განიცადა. 


საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 23 თებერვალს ავსტრიაში, გამართავს, ხოლო 25 თებერვალს, 19:00 საათზე გერმანიის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლებს

ახალი დამატებული