"ბაიერნი"-ს ახალი ინიციატივა

  • საერთაშორისო
  • 13 თებერვალი 12:42

"ალიანს არენა"-მ და "ქორთიარდ მერიოტ"-მა ხელშეკრულება გააფორმეს

მიუნხენის საფეხბურთო კლუბი "ბაიერნი" და სასტუმროების ქსელი "მერიოტი" უახლოეს მომავალში გულშემატკივარს ფეხბურთის ყურების უნიკალურ საშუალებას შესთავაზებს.


"რეკორდმაისტერის" ქომაგებს სულ მალე შეეძლებათ საყვარელი გუნდის თამაშის, კომფორტულ გარემოში ყურება.


მიუნხენურ კლუბსა და "მერიოტს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2019/2020 წლების სეზონიდან "ალიანს არენაზე" გაკეთდება ახალი VIP-ნომრები, სადაც მინი-ბარი და რამდენიმე დივანი იქნება განთავსებული და მისით სარგებლობა ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლება, რომელიც სათანადო თანხას გადაიხდის.


"ბაიერნი" პირველი კლუბია, რომელიც მსგავს რამეს აკეთებს, თუმცა როგორც აცხადებენ, სულ მალე მსგავსი კომფორტული ნომრები მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზეც" მოეწყობა.

წყარო: news.marriott.com

ახალი დამატებული