ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 თებერვლის მატჩების პრევიუ

  • ევრო თასები
  • 13 თებერვალი 12:55

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ბატალიების დაწყებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი.

ჩემპიონთა ლიგას მონატრებულ გულშემატკივარს, 13 თებერვალს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. გულშემატკივართა მთავარ ინტერესს "რეალი" -"პარი სენ ჟერმენის" დაპირისპირება იწვევს - თუმცა მანამდე ორი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართება.


"ბაზელი" - "მანჩესტერ სიტი", 13 თებერვალი, 23:45 საათი



ხოსეპ გუარდიოლას გაწვრთნილი "მანჩესტერ სიტი" ინგლისის პრემიერლიგაში რეკორდებს ხსნის. ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "ქალაქელები" 16 ქულიანი სხვაობით უსწრებენ მდევარ "მანჩესტერ იუნაიტედს" და სავსებით შესაძლებელია, რომ გუარდიოლას პრიორიტეტები შეიცვალოს და აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გაკეთდეს.


შეიძლება ითქვას, რომ პლეი-ოფის პირველ ეტაპზე "მანჩესტერ სიტის" ყველაზე სუსტი მეტოქე შეხვდა, დღევანდელი მატჩისგან არანაირი ინტრიგა არაა მოსალოდნელი.


მიუხედავად იმისა, რომ "ბაზელმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბენფიკა" დაამარცხა ქვეჯგუფში - უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მათგანი უმოტივაციოდ იყო. "ბაზელის" სიძლიერეზე მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც გასულ სეზონში ერთი ამოსუნთქვით მოიგო - ჩემპიონთა ლიგაზე კი უმნიშვნელოვანესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს შვეიცარიულ კლუბს.


დღევანდელ შეხვედრაში "ბაზელის" მოგება 11.0 კოეფიციენტით ფასდება, მატჩის ფრედ დასრულება 5.5, ხოლო "მანჩესტერ სიტის" 1.35 კოეფიციენტი აქვს.


"იუვენტუსი" - "ტოტენჰემი", 13 თებერვალი, 23:45 საათი



დღის მთავარი დაპირისპირება, რომელშიც იტალიური და ინგლისური გრანდები შეერკინებიან. "ბიანკონერის" შესაძლოა კიდევ უფრო რთული მეტოქე შეხვედროდა, თუმცა არც მაურისიო პოჩეტინოს გუნდია საჩუქარი! ქვეჯგუფში, რომელშიც "რეალი" და დორტმუნდის "ბორუსია" ასპარეზობდნენ - "დეზებმა" პირველი ადგილი დაიკავეს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.


შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დრამატული ბრძოლა სწორედ "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მათი შანსები თანაბარია. ორი გრანდი რომ გასულ სეზონში შეხვედროდა ერთმანეთს, ტურინელები უპირობო ფავორიტის სტატუსით ისარგებლებდნენ - თუმცა მიმდინარე სეზონში "ბიანკონერი" ისეთი ძლევამოსილი აღარაა და არც "ტოტენჰემია" ხელწამოსაკრავი გუნდი.


იმ შემთხვევაში თუ "იუვენტუსის" ფეხბურთელები ჰარი კეინის და დელე ალის ამოკეტვას და ამასთანავე მოედნის ცენტრში დომინირებას შეძლებენ - მათი შანსები გაიზრდება. დღევანდელ შეხვედრაში "იუვენტუსის" მოგება 2.05 კოეფიციენტით ფასდება, ფრეს 3.40 აქვს, ხოლო "ტოტენჰემის" გამაჯვება 4.40 კოეფიციენტით ფასდება.

წყარო: footballhd.ru

ახალი დამატებული