ტყვიით სროლაში ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი პიონჩანგში მოხალისედ ჩაეწერა

  • ზამთრის სახეობები
  • 13 თებერვალი 12:13

პიონჩანგში 39 „განსაკუთრებული მოხალისეა"

ტყვიით სროლაში ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონმა, სამხრეთ კორეელმა ჩინ ჩჟონ ომ   პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოხალისეთა პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პიონჩანგში დაახლოებით 15 ათასი მოხალისე მუშაობს. მათ შორის 39 „განსაკუთრებული მოხალისეა." ესენი არიან ათლეტები, პოლიტიკოსები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები.


„ოლიმპიური კომიტეტის მოხალისეთა საგანგებო პროგრამის შესახებ შევიტყვე და გადავწყვიტე, სამხრეთკორეულ ოლიმპიადაზე მისი ნაწილი მეც გავხმდარიყავი.ჩემი ოლიმპიური გამოცდილება მასში მონაწილეობა იყო, დღეს კი, როდესაც სხვა სპორტსმენებს გვერდიდან ვადევნებ თვალყურს, ახლებური ემოციები მეძალება.”- განაცხადა ჩინ ჩჟონ ომ


ჩინ ჩჟონ ო სპორტული პისტოლეტით სროლაში (50 მ) პეკინის, ლონდონისა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონია, პნევმატური პისტოლეტთ სროლაში (10 მ) კი - ლონდონის თამაშების ოქროს მედალოსანი. გარდა ამისა, სამხრეთკორეელის ანგარიშზეა ათენისა და პეკინის ოლიმპიადების თითო ვერცხლის მედალი და მსოფლიო ჩემპიონატების სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს ჯილდო. გარდა ამისა, ის ერთადერთია, ვინც ტყვიით მსროლელთა პირად პირველობაში ოთხგზის იზეიმა ჩემპიონობა, ასევე ერთადერთი, რომელმაც სპორტული პისტოლეტით ზედიზედ სამ თამაშებზე მოიპოვა ოქროს მედლები.


 

ახალი დამატებული