ილიას ზუროსი: “ჯერ ავსტრიაა და გერმანიაზე მერე ვისაუბროთ”

  • საერთაშორისო
  • 13 თებერვალი 11:40

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

მოახლოვდა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები და ამასთან დაკავშირებით ფიბა-ს ვებ-გვერდზეც მასთან დაკავშირებული პუბლიკაციები ქვეყნდება. ჩვენი ინტერესის სფეროში შედის საქართველო და მასთან დაკავშირებული ინფორმაციები. შესაბამისად, გთავაზობთ მომავალი, 23 თებერვლის მატჩის მოწინააღმდეგე გუნდების – საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მწვრთნელების კომენტარებს, ომლებიც ფიბას საიტზე გამოქვეყნდა…


ილიას ზუროსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:


“თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ იმ რესურსით, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე გვქონდა, მაქსიმუმი გავაკეთეთ. ძნელია, როდესაც ახალი კალათბურთელების მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გაქვს, მაღალი შედეგებისთვის იბრძოლო. სეზონი იმ მოთაშეებთან ერთად გავხსენით, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში არასდროს ეთამაშათ.
კარგი ისაა, რომ ამ მატჩებში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა. თავი გამოიჩინეს ახალგაზრდებმაც, რომელთაც გუნდში დებიუტი ჰქონდათ ანაც მანამდე ძალიან მცირე დრო ეძლეოდათ. ამ ბიჭებს საკმარისი დრო აქვთ, რათა თამაში გააუმჯობესონ და ნაკრებისთვის უფრო სარგებლიანები გახდნენ”.


ეს კი უკვე ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მატიას ზოლნერის სიტყვებია:


“გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე – პირველი სანაკრებო ფანჯრის დროს. რთულია იმის თქმა, ჩვენი მეტოქეები როგორი შემადგენლობებით ჩამოვლენ. მთავარია, ჩვენს გარჯაზე ვიყოთ ფოკუსირებულნი.
კარგად გვესმის, რომ საქართველოსთან მატჩი გადამწვეტია. თუკი ეს შეხვედრა მოვიგეთ, სერბეთთან სათამაშოდ უფრო თავისუფლად გავალთ და შებოჭილები არ ვიქნებით. ამ მატჩებში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ვეცდებით, ქომაგები გავახაროთ.”



საქართველოს ნაკრებს სოლიდური დანაკლისი აქვს. ფიბასა და ევროლიგას დაულაგებლობის გამო ნაკრებში წამოსვლას ვერ ახერხებს ბასკონიელი თორნიკე შენგელია, ხოლო უნიკახელი გიორგი შერმადინის ნაკრებში თამაშის შანსი მიზერულია. გიორგის გუნდს 22 თებერვალს ესპანეთში თამაში ელის. ტრავმები ცალკე თემაა და ამ მიზეზით ქართველებს დუდა სანაძე ხომ დააკლდებათ და დიდი შანსია, ვერ ითამაშონ ვერც მანუჩარ მარკოიშვილმა და ვერც გიორგი ცინცაძემ.


“ჩვენთვის ყველაზე მძიმე ავსტრიასთან შეხვედრაა – აცხადებს ზუროსი – ვიცით, რომ ჯგუფში 1 გუნდი რჩება და მჯერა, რომ საქართველო აუტსაიდერობას არ იმსახურებს. ცუდი ისაა, რომ ტრავმების გამო ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია.
გერმანიასთან მატჩზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც კვალიფიციური მოთამაშეები არ აკლია. თუნდაც, მიუნხენის “ბაიერნის” კალათბურთელები ავიღოთ… და მაინც, მთავარი ავსტრიაა. უმთავრესი მიზანი მათთან გამარჯვებაა.”


ბოლოს გთავაზობთ ავსტრიის ნაკრების 14-კაციან შემადგენლობას, რომელთაგანაც საქართველოსთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეირჩევა.


ახალი დამატებული