"გოლდენმა" "ფინიქსი" გაანადგურა (ვიდეო)

  • NBA
  • 13 თებერვალი 09:58

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მორიგ ტურში "გოლდენ სტეიტმა" 44-ე გამარჯვება იზეიმა.


"უორიორსი" "ფინიქს"-ს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 129:83 დაამარცხა.


"გოლდენის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 16 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა , 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა .


მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეფინიქსელი ელფრიდ პეიტონი გახდა , რომელმაც 29 ქულა დააგროვა.


გამარჯვებულების რიგებში კი 22 ქულით საუკეთესო სტევ კარი იყო.


გათამაშების მოქმედი ჩემპიონი მორიგ შეხვედრას  15 თებერვალს "პორტლენდთან" გამართავს

ახალი დამატებული