"ლივერპულის" ფეხბურთელს ფეხები მოეყინა

  • საერთაშორისო
  • 13 თებერვალი 00:17

გუშინ, "საუთჰემპტონსა" და "ლივერპულს" შორის შეხვედრა შედგა, სადაც ფირმინოსა და სალაჰის სწყალობით, სქაუზერებმა დამაჯერებლად 0:2 მოიგეს. 

მატჩის შემდეგ უცნაური და სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. თამაშის დროს ტემპერატურა 4 გრადუსით დაბლა დაეცა, "ლივერპულის" ფეხბურთელ ლალლანას კი სიცივის გამო ფეხები მოეყინა. 


ის მოედანზე მხოლოდ 11 წუთის განმავლობაში იყო, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელისთვის ზიანი მიეყენებინა. 


თავის ინსტაგრამზე კი, გასახდელი ოთახიდან ფოტო ატვირთა და თან ხუმრობით დააწერა :


"გაქვთ რაიმე შემოთავაზება, თუ როგორ გავალღო ფეხები?".


ახალი დამატებული