"ლევანტე" მადრიდის "რეალი" მიმოხილვა (Video, photo)

  • საერთაშორისო
  • 4 თებერვალი 03:11

ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩში "ლევანტემ" "რეალი" საკუთარ მოედანზე მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.

მადრიდი, რა თქმა უნდა, ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა, რადგან "ლევანტესთან" ბოლო 10 დაპირისპირებიდან (ლა ლიგაში) 9 მოგება და 1 ფრე ჰქონდა. 


მატჩიც ბლანკოსის უპირატესობით,  ბურთის სრული კონტროლით დაიწყო, პრესინგმაც არ დააყოვნდა და მე-11 წუთზე სერხიო რამოსის თავური დარტყმით ანგარიში გაიხსნა. (აღსანიშნია, რომ ეს რამოსის 50-ე გოლია თეთრების მაისურით).



"რეალი" იმდენად დომინანტურ მდგომარებაში იყო, ბურთის კონტროლმა 77% ნიშნულამდეც კი მიაღწია, თუმცა მათ თავიანთი თავდაცვითი მოვალეობის შესრულება გადაავიწყდათ და 42-ე წუთზე ემანუელ ბოატენგმა წონასწორობა აღადგინა. 



ანგარიში თანაბარი იყო 1:1, "რეალი" მთელი ძალით ცდილობდა გოლი გაეტანა, ეს ხომ, მე-17 ადგილოსანი "ლევანტე" გახლდათ, მარცხენა ფლანგი აქტიურობდა, პასები სწრაფი იყო: მარსელო ბენზემას, ბენზემა რონალოს, ხოლო ეს უკანასკნელი საჯარომოში სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა და ჩაბარებულ გადაცემებს ისევ უკან მოდრიჩისა და კროოსის მიმართულებით გზავნიდა.


66-ე წუთზე პორტუგალიელს ბენზემას პასზე, თავით გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა კვლავ "ლევანტეს" მეკარემ უშეცდომოდ ითამაშა და უშანსოდ დატოვა ბლანკოსის 7 ნომერი.


ვინაიდან, გარეტ ბეილი პასიურობდა 68-ზე ზიდანმა გაიხმო და მის ნაცვლად ისკო ალარკონი შემოიყვანა. ცვლილებამაც გაამართლა. მოდრიჩმა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო შეტევა, გადაცემა კარვახალზე გაკეთდა, შემდეგ ისკოს გადასცა ბურთი, ესპანელმაც ბურთი ზუსტად მიიღო, დაამუშავა და 81-ე წუთზე სამეფო კლუბი გამარჯვებისკენ გაისტუმრა. 



იმ მომენტისთვის 81-ე წუთზე, რონალოც შეცვალეს და მის ნაცვლად ასენსიო შემოვიდა. შეცვლიდან 3 წუთში მარკომ მეტოქე მაისურით დაიჭირა და ყვითელი ბარათი მიიღო. 89-ე წუთზე კი, ჯამპაოლო პაცინიმ ანგარიში გაათანაბრა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 



მსაჯმა კომპესირებულ დროდ მატჩს 5 წუთი დაამატა, საიდანაც  მოდრიჩის დარტყმა 93-ე წუთზე შესაძლოა გოლად ქცეულიყო, თუმცა ძალიან სუსტი აღმოჩნდა და მეკარემაც ჩანაფიქრი გამოუცნო.


პრიმერა დივიზიონში "ბლანკოსი" 39 ქულით, მე-4 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო "ლევანტე" 20 ქულით მე-17 ადგილზეა.


საბოლოო ანგარიში: "ლევანტე" 2:2 "რეალი";


გოლები: რამოსი 11', ბოატენგი 42', ისკო 81', პაცინი 89';


ყვითელი ბარათი: რამოსი, ასენსიო, ვარანე, კოკე, ივი ლოპესი, დუკურე;


წითელი ბარათი: არ ყოფილა;


დარტყმები: 7-16;


ზუსტი დარტყმები: 4-9;


ბურთის ფლობა: 28-72;


 


მადრიდის "რეალის" ლაინ აფი 


 


"ლევანტეს" ლაინ აფი 



გოლების სანახავად იხილეთ ვიდეო :


 

ახალი დამატებული