ცვლილებები ფეხბურთში, ვიდეო ასისტენტ-მსაჯებს პირველად FIFA World Cup- ში გამოიყენებენ(video)

  • საერთაშორისო
  • 24 იანვარი 14:17

ვიდეო თანაშემწე პირველად საფეხბურთო ისტორიაში ფიფა მსოფლიო თასზე გამოიყენებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოტენციურ სპონსორ ბრენდებთან. (სავარუადო სიაში : "სამსუნგი", "სონი" და მათ შორის "ეფლიც" მოიაზრება").

ფიფას საფეხბურთო საკანონმდებლო ჯგუფი, რამდენიმე საათის წინ შეხვდნენ, ვიდეო-ასისტენთა ასოციაციის ხელმძღვანელებს და მათ ერთობლივად დაამტკიცეს, რომ რუსეთში, ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენებენ ვიდეო-ასისტენტს. (ოფიციალური აბრევიატურა - VAR - Video Assistant Referee).


"ვიდეო-ასისტენტის გამოყენება აუცილებლად მოხდება".


"ეს ძალიან სასიამოვნო სიახლეა, ფეხბურთში გვჭირდება ტექნოლოგიები, რადგან ეს სამართლიანია". - ფიფას კომერციულმა დირექტორმა, ფილიპე ლე ფლოკმა განუცხადა საერთაშორისო პრესას.


"ჩვენ ვესაუბრებით სხვადასხვა ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან ამ თემით, ჩვენი სამუშაოები, რასაც ტექნოლოგიურ სფეროში ვგეგმავთ ყველას მოწონებას იმსახურებს" - დასძინა ფლოკმა ლონდონის სტენტის აეროპორტში, სადაც იგი ტურნეში იმყოფება მსოფლიო თასთან დაკავშირებით. 


სამშაბათს გამართულ შეხვედრას IFAB- ის ტექნიკური ექსპერტები, ფიფას რეფერენდუმის წარმომადგენლები და ბელგიაში მცხოვრები "ლევენის" უნივერსიტეტის მკვლევარები ესწრებოდნენ, რომლებმაც შეისწავლეს ვიდეოების განხილვა, გამეორება 804-ზე მეტ თამასში და ეს ნოვაცია დადებითად შეაფასეს.


"დღევანდელი დისკუსიები აპრიორი არ გულისხმობს, რომ შემდგომი ექსპერიმენტები უნდა ჩატარდეს, რადგან ექსპერიმენტების ეტაპი ამოწურულია, მოქმედების დროა" - განაცხადა იოჰანეს ჰოლზმუელერმა, ფიფა-ს ტექნოლოგიურ ინოვაციების დირექტორმა.


 


 

ახალი დამატებული