''ბორუსიას'' სათასო გასეირნება მაგდებურგში

  • საერთაშორისო
  • 25 ოქტომბერი 10:30, 2017 წელი

დორტმუნდის ''ბორუსია'' გერმანიის თასისათვის ბრძოლას აგრძელებს.

დორტმუნდის ''ბორუსია'' გერმანიის თასისათვის ბრძოლას აგრძელებს.


1/16-ფინალურ მატჩში პიტერ ბოშის გუნდმა რეგიონალ ლიგაში მოასპარეზე ''მაგდებურგს'' სტუმრად ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა. დორტმუნდელთა შემადგენლობაში მეტოქის კარი გონსალო კასტრომ, ალექსანდრ ისაკმა, ალექსანდრ იარმოლენკომ, ანდრე შურლემ და შინჯი კაგავამ აიღეს.


ლევერკუზენის ''ბაიერმა'' საშინაო შეხვედრაში მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ბერლინის ''უნიონი''- 4:1 გაანადგურა. ''ფარმაცევტთა'' რიგებში გოლები ბრანდტის, ალარიოს, ვენდელისა და არანგისის ანგარიშზეა. დედაქალაქელთაგან ერთადერთი ბურთი დენის დაუბემ გაიტანა.


გერმანიის თასზე ჩატარებული დანარჩენი დაპირისპირებები შემდეგი შედეგებით დასრულდა:


ვეენი-შალკე 1:3
პადერბორნი-ბოხუმი 2:0
ფორტუნა-ბორუსია მიონხენგლადბახი 0:1
შვაინფიურტი-აინტრახტი 0:4
ფიურტი-ინგოლშტადტი 1:3
მაინცი-კილი 3:2(დამატებით დროში)


 

ახალი დამატებული