ევროპა დაწყვილდა (ვიდეო)

  • ბლოგი
  • 17 ოქტომბერი 21:28, 2017 წელი

ბრძოლა ოთხი საგზურისთვის - ცენტრალური თამაში იტალია V შვედეთი - 1 დეკემბერს ფინალური ეტაპის კენჭისყრაა.

ევროპაში შესარჩევი ციკლის შემდეგ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გასული რვა საუკეთესო გუნდი საპლეიოფოდ დაწყვილდა. ყურადღების ცენტრშია იტალია-შვედეთის დაპირისპირება.


სკუადრა აძურამ ჯგუფში მეორე ადგილი ესპანეთის ნაკრების შემდეგ დაიკავა, რაც შეეხებათ შვედებს ისინი ჯგუფში ფრანგებს ჩამორჩნენ, ხოლო მეორე ადგილილსთვის ბრძოლაში ჰოლანდიელებს ბურთების უკეთესი ბალანსით აჯობეს (ჰოლანდია-შვედეთის კადრები)


იან ანდერსონი (შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
“რა თქმა უნდა ორი ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ იგივეს თქმა შემეძლო ნებისმიერ სხვა მეტოქესთან დაპირისპირების შეთხვევაში. კარგია რომ მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს. კონკრეტულად იტალიის ნაკრების სეესახებ ახლა ვერაფერს გეტყვით. მომზადებას ამ მატჩებისთვის მხოლოდ ხვალიდან დავიწყებ. სკუადრა აძურა უდიდესი ისტორიის და გამოცდილების მქონე გუნდია, მაგრამ რას წარმოადგენს დღევანდელი ნაკრები ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ”



გაბრიელე ორიალი (იტალიის ნაკრების მენეჯერი)


“ჩვენი მეტოქე ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევარია. მათ წინააღმდეგ მატჩებში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კოზირები. შვედებმა ჯგუფში ჰოლანდიელები ჩატოვეს და ამითყველაფერია ნათქვამი”



რთული მატჩები ექნება საბერძნეთის ნაკრებს. მიხაელ სკიბეს გუნდის მეტოქე ხორვატიის ეროვნული გუნდი იქნება.


ბალკანელები საკმაოდ მძიმე ჯგუფში სადაც მათ გარდა მუნდიალზე მოხვედრის პრეტენზიას ისლანდიელები და უკრაინელები აცხადებდნენ, მხოლოდ კუმძულელებს ჩამორჩნენ. პლეი-ოფში მათი გასვლის ბედნი ბოლო ტურში უკრაინაში მოგებულმა მატჩმა გადაწყვიტა (უკრაინა-ხორვატიის კადრები)


ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)


“ჩვენს მეტოქეს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მე მუდმივად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი გუნდი ითამასებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი მატჩის კარგად ცატარება. განმეორებითი თამაში რომელიც საბერძნეთშია ძალიან რთული იქნება. ბოლო შეხვედრებში ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, ახლა იმედი მაქვს რომ საკადრო პრობლემებს ავცდებით”



მიხაელ სკიბე (საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)


“ბედნიერები ვართ რომ ამ სტადიაზე მოვხვდით. ხორვატიის ნაკრები საკმაოდ რთული მეტოქეა, რომელიც ძალიან კარგად უტევს, ჩვენ კარგად ვიცავთ თავს. ვნახოთ რა მოხდება. პატარა უპირატესობაა ის რომ მეორე მატჩსს სახლში ვთამაშობთ, მაგრამ დიდ მნიშვნელობას ამ გფაქტს არ ვანიჭებ”



ჩრდ.ირლანდიელებთან დაპირისპირებაში ფავორიტად გამოიყურებიან შვეიცარიელები. ვლადიმერ პეტკოვიჩის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ცხრა თამასი მოიგო, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიაში, ევროპის უკანასკნელ ჩემპიონთან დათმო და ამის გამო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა (პორტუგალია შვეიცარიის კადრები)


ვლადიმერ პეტკოვიჩი (შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)


“კმაყოფილი ვარ, თუ არა, ეს მეორე ხარისხოვანია. ჩვენი მეტოქე უკვე ცნობილია და, ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. კარგია, რომ პირველ შეხვედრას სტუმრად ჩავატარებთ. ჩრდილოეთ ირლანდია საკმაოდ რთული მეტოქეა. ეს გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული. მათ 10 შეხვედრაში მხოლოდ 6 გოლი გაუშვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდის დამარცხება ძალიან გაგვიჭირდება.”



საქართველოს ნაკრების ყოფილი მეტოქე ირლანდიის ეროვნული გუნდი პლეი-ოფში დანიელებს დაუპირისპირდება. კენჭისყრის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მარტინ ონილმა გაიხსენა რომ იგი და დანიელთა თავკაცი იან აგე ფიორტოფტი ერთად თამაშობდნენ (ირლანდია-საქართველოს თამაშის კადრები)


მარტინ ონილი (ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)


“დანიელთა მთავარ მწვრთნელს კარგად ვიცნობთ. მე და იაგე თავის დროზე ერთად ვთამაშობდით. დანიის ნაკრები საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდია. ვფიქრობ რომ თუ განმეორებით ტამაშსს სახლში ატარებ გარკვეული უპირატესობა გაქვს. მასპინძლის სტატუსი ყოფნა როდესაც გაქვს შესაძლებლობა საჭირო შედეგის მისაღწევად თუ აუცილებელი გახდა 120 წუთი გამოიყენო, რა თქმა უნდა უფრო კომფრტულ სიტუაციაში გაყენებს”



საპლეიოფო შეხვედრები 9-11 და 12-14 ნოემბერს გაიმართება.

ახალი დამატებული