ვისწავლოთ, გავნათლდეთ, პატივი ვცეთ!!!

  • ბლოგი
  • 16 ოქტომბერი 13:10, 2017 წელი

ჰომოფობია-საერთაშორისო განმარტება-უსაფუძვლო შიში, განდგომა ან დისკრიმინაცია ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ

FIFA Against Racism!!! ამ სლოგანით მსოფლიო ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი ტურნირები ჩატარებულა. თანამედროვე მსოფლიოში ორი უმძლავრესი ორგანიზაცია ფიფა და უეფა დეკლარირებულად იბრძვიან ყველანაირი ჩაგვრის წინააღმდეგ. მათთვის დაუშვებელია ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება. სლოგანებში, ვიდეო რგოლებში, კლიპებში იხარჯება უდიდესი თანხა, ენერგია. მათ შექმნაზე მუშაობენ მსოფლიო დონის "კრეატივშიკები" დიზაინრები, რეჟისორები...


ჰომოფობია!!! სიტყვის საერთაშორისო განმარტება და მნიშვნელობა ამ წერილის დასაწყისში წერია. იბადება კითხვა-რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური? პასუხი მარტივია-იმიტომ რომ დამოკიდებულებამ უმცირესობებისადმი მიიღო შემაშფოთებელი ხასიათი. იბადება შემდეგი კითხვა-რა შუაშია ამ დამოკიდებულებასთან ფეხბურთი? აქაც პასუხი მარტივია-ფეხბურთი არის პლანეტარული მასშტაბით ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური მოვლენა და მასში ჩართული ადამიანები განზე ვერ გადგებიან, ამ პრობლემაზე თვალს ვერ დახუჭავენ


მივადექით ყველაზე მნიშვნელოვანს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელია და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს, არავის შეუტანია, მინდორზე გამოვიდა სამკლაურით რომელიც "ლგბტ" ფერებში იყო გადაწყვეტილი. კაშია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია!!! იგი ჩვენი ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეა!!! გურამ კაშია არნემის "ვიტესის" კაპიტანია!!! ნუთუ არაა საკმარისი ეს სამი პირობა იმისთვის რომ კაშია სოციალურ ქსელში არ შეურაცხყონ ადამიანებმა, თანაც ისეთებმა რომლებიც საქმეში ჩახედულები არ არიან. დარწმუნებულები ვართ რომ სიტყვა "ჰომოფობია" მათთვის რაღაც სხვასთან, ასოცირდება, მათ ჰგონიათ რომ ჰომოფობობა კარგია, ვაჟკაცობის და "ნამდვილი ქართველობის" სიმბოლოა. 


არ ჭირდება გურამ კაშიას "გაპრავებები" ასეთებიც ბევრნი არიან, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი "დამპალ" და  უღმერთო ჰოლანდიელებს დააბრალონ. კაშია საკმაოდ დიდია იმისთვის რომ გადაწყვეტილებები თვითონ მიიღოს და თავად განსაზღვროს როდის როგორ მოიქცეს


ამ წერილის მიზანი არაა საქართველოს ნაკრების ფეხბურტელის დაცვა, არც რამის პროპაგანდა, გარდა ერთისა-ვისწავლოთ ჩვენთვის დასაფაებელი ადამიანების პატივსცემა და თუ ამასთან ერთად ზოგად განათლებას და კულტურასაც ავიმაღლებთ ცუდი ნამდვილად არ იქნება!!! 

ახალი დამატებული