მორჩა კინო, წადით სახლში... (ფოტო/ვიდეო)

  • კრივი
  • 27 აგვისტო 09:21, 2017 წელი

კონორ მაკგრეგორმა 10 რაუნდი გაძლო, თუმცა ბოლოს უკვე სავარჯიშო ტომარად გადაიქცა - დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა კარიერის ბოლო შერკინებაც ნოკაუტით მოიგო და ანგარიში დაამრგვალა 

საუკუნის ბრძოლად შერაცხული შერკინება 40 წლის მოკრივე ფლოიდ მეივეზერს და 29 წლის ირლანდიელ, UFC ვარსკვლავ კონორ მაკგრეგორს შორის ისე დამთავრდა, როგორც ბუკმეკერები და სპეციალისტები ვარაუდობდნენ - კრივის დიდოსტატმა ნოკაუტით გაიმარჯვა, თუმცა საამისოდ 10 რაუნდის გამართვა დასჭირდა. 


შეხვედრის პირველ სამ რაუნდში ფლოიდი უფრო დაზვერვაზე იყო გადასული და კონორიც ბევრად უფრო აქტიურად გამოიყურებოდა, თუმცა მეოთხე რაუნდიდან მოყოლებული ამერიკელის უპირატესობა გამოიკვეთა - ის უფრო მძლავრად ურტყამდა და უფრო კარგადაც მოძრაობდა რინგზე. 





მე-9 რაუნდში აშკარა გახდა, რომ ირლანდიელი ბოლომდე ვეღარ მიაღწევდა და ნელ-ნელა ბრძოლაც ცემა-ტყეპას დაემსგავსა, თუმცა მაინც უნდა შევაქოთ მაკგრეგორი, რომელმაც მეტოქეს,  რომელსაც კარიერაში 50-ვე ბრძოლა მოგებული აქვს და აქედან 30-ჯერ დაანოკაუტა მეტოქე, ამდენ ხანს გაუძლო. 



მოკლედ, საუკუნის ბრძოლა მორჩა, ყველა კმაყოფილია - მაყურებელი, გულშემატკივარი და თავად მოკრივეებიც, რომელთაც მრავალი ათეული მილიონი საპრიზო თანხა აიღეს. 


კონორი იმუქრება, რომ კიდევ დაბრუნდება რინგზე, თუმცა ირლანდიელს კიდევ ბევრის სწავლა მოუწევს.

ახალი დამატებული