რატომ განაცხადა უარი ფედერიკო ბერნანდესკიმ 10 ნომრიან მაისურზე? (ვიდეო)

  • საერთაშორისო
  • 29 ივლისი 15:29

ფედერიკო ბერნანდესკის 10 ნომრიანი მაისურის მორგების იდეალური შანსი ჰქონდა. ნომერი, რომელსაც მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო და ალესანდრო დელ პიერო ატარებდნენ კვლავ თავისუფალია და "იუვენტუსის" მორიგ ლეგენდას ელის.

ახალწვეულმა კი საკუთარი ნებით განაცხადა უარი 10 ნომრიანი მაისურის მორგებაზე და 33 ნომერი აირჩია. ფედერიკო ბერნანდესკის მტკიცებით, იგი ვერასდროს ვერ შეედრება ლეგენდარულ რობერტო ბაჯოს, შესაბამისად ვერც იმ ნომრით იასპარეზებს, რომლითაც ბაჯომ არაერთი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.


"აღფრთოვანებული ვარ იმ ფაქტით, რომ კლუბმა ასეთი ნდობა გამომიცხადა, თუმცა მიმაჩნია რომ ამისთვის ჯერ საკმაოდ ადრეა. ჩემი გამოსვლით უნდა მოვიპოვო ნდობა. ვფიქრობ, რომ უფლება არ მაქვს ის ნომერი მოვირგო, რომლითაც ბაჯო ასპარეზობდა. მისი მსგავსი არავინაა, ჩემი აზრით შედარება უადგილოა. ბაჯომ დაამტკიცა, რომ იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია."


"არ უნდა გამაიგივოთ მასთან. მოხარული ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მისი უპატივცემულობაა." - აღნიშნავს ბერნანდესკი.


წყარო: fourfourtwo.com

ახალი დამატებული