"ოლდ ტრაფორდზე" დებიუტი რომელუ ლუკაკუმ დუბლით აღნიშნა (ვიდეო)

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 21:13

ინგლისის პრემიერლიგის სასტარტო ტურის უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ჰემი" გაანადგურა, ანგარიშით 4:0. პრემიერლიგის ტოპ კლუბებს შორის "წითელმა ეშმაკებმა" ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.


ჟოზე მოურინიოს შეგირდება იოლად გაართვეს თავი ყველა დასახულ ამოცანას და შესუსტებული "ვესტ ჰემის" დამარცხება არ გასჭირვებიათ. დღევანდელი მატჩი განსაკუთრებით გამორჩეული გამოდგა გუნდის ახალწვეულისათვის.


რომელუ ლუკაკუმ 33-ე და 53-ე წუთებზე ორჯერ აიღო "ჩაქუჩების" კარი და "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ სადებიუტო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ბელგიელი ფორვარდის კვალდაკვალ, ანტონი მარსიალმა (87-ე) და პოლ პოგბამ (90-ე) წუთებზე აიღეს "ვესტ ჰემის" კარი.


საკუთარ კედლებში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, პრემიერლიგის სათავეში "მანჩესტერ იუნაიტედი" მოექცა.


წყარო: fullmatchesandshows.com

ახალი დამატებული