კილიან მბაპეს ტრანსფერი "პარი სენ ჟერმენს" ნეიმარზე ძვირი დაუჯდება

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 20:23

მონეგასკის ვარსკვლავის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ასევე ცნობილია ტრანსფერის ფინანსური დეტალები.

The Times-ის ცნობით, ორ კლუბს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და კილიან მბაპე 190 მილიონი ევროს სანაცვლოდ პარიზულ გრანდს შეუერთდება. ამასთანავე გაფორმებულ კონტრაქტში ჩაიდება სპეციალური პუნქტი ბონუსების შესახებ, რომელიც კილიან მბაპეს წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ამოქმედდება.


იმ შემთხვევაში თუ კილიან მბაპე მოლოდინს გაამართლებს, კონტრაქტში ბონუსების სისტემა ამოქმედდება, რის შემდეგაც იგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება და მისი ტრანსფერი ნეიმარს დაჩრდილავს.


გავრცელებული ინფორმაციით, მბაპე 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გადასახადების გადახდის ჩათვლით კი მისი ანაზღაურება წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.


 

წყარო: footballhd.ru

ახალი დამატებული