ფაჩულიას თანაგუნდელმა და მეგობარმა სექს-სიმბოლო „მოხსნა“ (ფოტოგალერეა)

  • ოფსაიდი
  • 13 აგვისტო 20:27

Sports Illustrated წერს, რომ „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ფორვარდი, „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის მოონაწილე კლეი ტომპსონი და ამერიკელი სექს-სიმბოლო, მსახიობი და მოდელი ებიგეილ რეშფორდი ერთად ისვენებენ

მარტო ერთი წყაროდან რომ ყოფილიყო ეს ამბავი გავრცელებული, მორიგ ჭორად ჩაითვლებოდა, თუმცა ამაზე უკვე ამერიკის თითქმის ყველა ტაბლოიდი წერს.


საქმე იმაშია, რომ დამადასტურებელი საბუთი ჯერ ვერ მოიპოვეს პაპარაცებმა, რომლებმაც არ იციან, სად შეიძლება ყოფილიყო წყვილი ამ უქმეებზე. დასკვნას ყველა იქიდან აკეთებს, რაც 25 წლის მოდელმა თავის ინსტაგრამზე დაწერა.


სანამ ამერიკელი პაპარაცები ვარსკვლავური წყვილის ფოტოზე ნადირობენ, მანამდე ჩვენ ებიგეილის ისედაც მშვენიერ ფოტოებს შემოგთავაზებთ, ყოველგვარი ნადირობის გარეშე















წყარო: si.com

ახალი დამატებული