საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ,,მერიის თასის" გამარჯვებულია

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 20:04

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის გუნდი ორივე შეხვედრაში დაამარცხა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა  ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრა, ცუდად დაიწყო. ქართველი კალათბურთელების არადამაჯერებელი  თამაშის გამო მატჩის პირველი ტაიმი ილიას ზუროსის გუნდმა 6 ქულიანი სხვაობით ანგარიშით, 31-37 წააგო. დაპირისპირებაში  გარდამტეხი გამოდგა მესამე მეოთხედი,  რა დროსაც საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე მეტოქესთან დაწინაურდა. მეოთხე მეოთხედში კი ისევ იმატა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შეცდომებმა და შესაბამისად მასპინძლებს ქულათა უპირატესობის დათმობამ მოუწიათ.  შეხვედრის მიწურულს ქართველებმა საჭირო მუხტი მიიღეს, რაც მატჩის მოსაგებად  საკმარისი აღმოჩნდა.


საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ჩეხეტის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით  68-64 დაამარცხა


ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტისთვის მზადებას განაგრძობენ. ეროვნული გუნდი 22 აგვისტოს საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ კი ეროვნული გუნდი ევრობასკეტზე, ისრაელში ჩავა. 

ახალი დამატებული