დიდი სიურპრიზი

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 19:16

სენსაციურ ცნობას ავრცელებს ესპანური გამოცემა Superdeporte - იმის გამო, რომ „ინტერს“ და „ვალენსიას“ შორის მოლაპარაკებებს არ უჩანს პოზიტიური დასასრული, მილანელებმა ჯეფრი კონდოგბია ტურინის „იუვენტუსს“ შესთავაზეს

ამის თაობაზე ტურინული გამოცემა „ტუტოსპორტი“ - „ინტერი“ კონდოგბიას სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ვალენსიელები მზად არ არიან ამხელა თანხა გადაიხადოთ და იტალეილებს ფრანგი ფეხბურთელის ერთწლიან არენდას და სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს სთავაზობენ.


ეს პირობები მიუღებელია „ინტერსითვის“ და როგორც ჩანს სხვა, უფრო რეალური მყიდველის ძებნა დაიწყო. იმის გამო, რომ „იუვენტუსი“ თავად ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაშია, მილანურმა კლუბმა ერთ-ერთ ალტერნატივად მას ჯეფრი კონდოგბია შესთავაზა. ტურინელთა პასუხი ჯერ უცნობია - კლუბს დღეს სუპერთასის მატჩი აქვს და სატრანსფერო აქტიურობას ხვალ განაგრძობს


წყარო: tuttosport.com

ახალი დამატებული