პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ნიუკასლს" "ტოტენჰემმა" გაკვეთილი ჩაუტარა (ვიდეო)

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 19:12

ინგლისის პრემიერლიგაში კვლავ აღზევებული "ნიუკასლისთვის" მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო.

სენტ ჯეიმს პარკზე "ნიუკასლი" "ტოტენჰემთან" დამარცხდა, ანგარიშით 0:2. შეხვედრის სტარტზევე სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს და შეიძლება ითქვას, რომ მატჩი "ტოტენჰემის" სრული კარნახით მიმდინარეობდა.


მიუხედავად კოლოსალური უპირატესობისა, "ნიუკასლმა" პირველ ტაიმში კარის მშრალად შენახვა შეძლო. ჯორდებისთვის მოვლენების კიდევ უფრო გაუარესება, 48-ე წუთზე ჯონჯო შელვის მოედნიდან გაძევების შემდეგ დაიწყო.


61-ე წუთზე "ტოტენჰემი" დელე ალიმ დააწინაურა, ხოლო 70-ე წუთზე ბენ დევისმა "ნიუკასლს" მეორე გოლი გაუტანა.


ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის უკანასკნელ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს.


წყარო: fullmatchesandshows.com

ახალი დამატებული