რატომ უნდოდა ნეიმარს პარიზში გადასვლა?

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 18:37

ბევრჯერ დაიწერა და ბევრჯერ ითქვა - ნეიმარმა რამოდენიმეჯერ მოითხოვა ბარსელონაში, რომ გუნდში მისი თანამემამულეები მოეწვიათ. ასახელებდა კიდეც გვარებს - ბავშვობის მეგობრებს კოუტინიოს და პაულინიოს

როგორც ჩანს, „ბარსელონას“ ნაბიჯები ამ ფეხბურთელების შესაძენად დაგვიანებული აღმოჩნდა - ნეიმარმა სხვა, კიდევ უფრო ბრაზილიური ნავსაყუდელი იშოვა. ბევრჯერ ითქვა, რომ პარიზში გადაბარგების ერთ-ე4რთი მთავარი წინაპირობა ის იყო, რომ იქ ბევრი მისი თანამემამულე ბურთაობს და 25 წლის ვარსკვლავს უკვარს მშობლიურ გარემოში ყოფნა, სადაც თავს მეფედ გრძნობს.


რა თქმა უნდა, ლეო მესის გარემოცვაში, კატალონიელებით სავსე გუნდში მას მეფედ არავინ აგრძნობინებდა თავს და აჰა, მიიღო ის, რაც სურდა - ნეი ბრაზილიელებშია, თავის მეგობრებში და თანამემამულეებში.


ორი დღის წინ ტიაგო სილვას სახლში პატარა ბრაზილიური წვეულებაც მოაწყვეს და კარგადაც იმხიარულეს, გზად არც ორთქლის აბანოს მიღება დავიწყებიათ


ახალი დამატებული