ფოტო ისტორია - იყო დრო...

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 16:51

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 10-ჯერ შეხვდნენ, ტურინის „იუვენტუსს“ ერთადერთხელ აქვს მოგებული მიუნხენში „ბაიერნისთვის“ და ამ ერთადერთ მოგებულ შეხვედრაშიც ერთადერთი გოლი აქვს გატანილი

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა - მიმდინარეობდა მატჩის უკანასკნელი, 90-ე წუთი, როცა ახალგაზრდა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გენილაური ფინტით ორი გერმანელი მშრალზე დატოვა და ოლივერ კანს ძლიერად დაურტყა - კანმა ბურთი ვერ შეიმაგრა ხელში და ალექს დელ პიერი ზუსტად იქ გაჩნდა, სადაც საჭირო იყო.


ბევრი დიდი ვარსკვლავი მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი დუელი ბავარიულ გიგანტში ახლად გადაბარგებულ მიხაელ ბალაკს და ლეგენდარულ 10-იანს, ალექს დე პიეროს შორის გაიმართა


ახალი დამატებული