ჰაიზენბერგი სტადიონის ტრიბუნაზე (ფოტოკოლაჟი)

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 16:31

ფრანგული „რენის“ გულშემატკივრებმა „ლიონთან“ მატჩზე ბანერი გამოფინეს: „არ შეუშინდე საფრთხეს - თავად იყავი საფრთხე“

2015-16 სეზონი ფრანგულმა „რენმა“ საკუთარ ჩემპიონატში მე-8 ადგილზე დაასრულა, თუმცა მერე წამყვანი მოთამაშეები დაკარგა - უსმან დემბელე, ფალუ დიანე, კამილ გროსიცკი. ამ ზაფხულს კლუბმა კიდევ რამოდენიმე წამყვანი მოთამაშე გაასხვისა - ჟელსონ ფერნანდესი, ბენუა კოსტილი, სილვიენ არმანი, ადამა დიახაბი და ჯოვანი სიო. წლევანდელი სეზონი კლუბმა ცუდათ დაიწყო, პირველ ტურში რენელებმა დებიუტანტ „ტრუასთან“ ფრე ითამაშეს



გულშემატკივრები „ლიონთან“ საშინაო მატჩში თავის გუნდს შეახსენებენ, რომ სულ ცოტა ხნის წინ არა თუ დებიუტანტებს და საშუალო დონის გუნდებს, არამედ ლიდერებსაც შიშის ზარს სცემდნენ და „სახიფათოები“ იყვნენ ყველასთვის. კლუბის ულტრასებმა უზარმაზარი ბანერი გადმოფინეს, სადაც უცნობილესი ამერიკული სერიალის Breaking Bad-ის მთავარი პერსონაჟი უოლტერ უაიტი, იგივე ჰაიზენბერგის დიდი ფოტო იყო გამოხატული და ცნობილი ფრაზა ეწერა: „არ შეუშინდე საფრთხეს - თავად იყავი საფრთხე“



როგორც ჩანს, ამისი შეხსენება საკმარისი არ არის „რენისთვის“ - მათ საშინაო შეხვედრა 1:2 დათმეს „ლიონთან“.


 


 

წყარო: twitter.com

ახალი დამატებული