დორტმუნდის "ბორუსიადან" ვარსკვლავი გარბის - ობამეიანგმა ვარჯიში მიატოვა

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 15:21

დორტმუნდის "ბორუსიის" ფორვარდმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კლუბის სავარჯიშო მოედანი ვარჯიშის დაწყებიდან ნახევარ საათში დატოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia არვცელებს. გამოცემის მტკიცებით, კლუბმა, ობამეიანგი მისი განცხადების გამო დასაჯა და სავარჯიშო მოედანი დაატოვებინა. ცოტა ხნის წინ დორტმუნდელთა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ კვლავ "მილანში" სურს დაბრუნება.


კლუბის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, გაბონელმა ფორვარდმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვარჯიშის შეწყვეტა სთხოვეს.


შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ბორუსიამ" ვარჯიშს ოსმან დემბელე ჩამოაშორა. ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, კლუბმა ტრანსფერის მოგვარებამდე მისი ვარჯიშიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღო.

წყარო: sovsport.ru

ახალი დამატებული