ფილიპე კოუტინიოს პოტენციურ შემცვლელად "ლივერპულმა" ორი ფეხბურთელი მოინიშნა

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 14:43

მერსისაიდული გრანდი გუნდის ლიდერთან გამოსამშვიდობებლად ემზადება.

უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლა გარდაუვალია, "ლივერპულის" წარმომადგენლები კი იმ ფეხბურთელების ძიებაში არიან, რომელთაც კოუტინიოს იდეალური ჩანაცვლება შეეძლებათ.


ბრიტანული გამოცემის The Mirror-ის მტკიცებით, იურგენ კლოპის სიაში ბუნდესლიგის და სერია ა-ს ფეხბურთელები მოხვდნენ. კოუტინიოს წასვლის შემთხვევაში, გელზენკილხენის "შალკეს" ნახევარმცველი მაქს მაიერი და "ნაპოლის" ერთ ერთი ლიდერი ლორენცო ინსინიე "ენფილდზე" გადაბარგდებიან.


ლორენცო ინსინიეს ანგარიშზე 49 შეხვედრაში გატანილი 20 გოლია, მაქს მაიერის სტატისტიკა კი შედარებით მოკრძალებულია, გერმანელმა ფეხბურთელმა მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო.


 

წყარო: footballhd.ru

ახალი დამატებული