,,ლოკომოტივი"- ,,ტორპედოს" შეხვედრა ხვალ განახლდება (ვიდეო)

  • საქართველო
  • 13 აგვისტო 14:41

დაპირისპირება, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან გამოწვეული არეულობის გამო შეწყდა,  85-ე წუთიდან გაგრძელდება. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 11 აგვისტოს, გულშემატკივრების მხრიდან გამოწვეული არეულობის გამო, ,,ლოკომოტივსა" და ,,ტორპედოს შორის შეწყვეტილი მატჩი, ხვალ განახლდება.  დაპირისპირება 85-ე წუთიდან გაგრძელდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული შედეგი კი უცვლელი იქნება. შეგახსენებთ, რომ მატჩის შეწყვეტამდე თბილისური კლუბი სიხარულიძის დუბლის წყალობით ,,ტორპედოს" ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა.


რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობის დროს მომხდარ ინციდენტს, ამაზე 15 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. სწორედ ამ სხდომის შემდეგ გაირკვევა, თუ რომელ გუნდი დაისჯება მომხდარის გამო და  რა სახის იქნება სასჯელი. 


ხვალ გასამართი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვალ 18 :30 საათზე დაიწყება და ის გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. 

ახალი დამატებული