რატომ ვერ იტანს სერენა უილიამსი მარია შარაპოვას?

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 14:50

ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, თუ რატომ ვერ იტანს მას სერენა უილიამსი

„ჩვენ შეიძლებოდა მეგობრები ვყოფილიყავით, რადგან საერთო ინტერესები და მისწრაფებები გვაქვს. ერთხელცა, როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, იქნებ მართლაც გავხდეთ მეგობრები“ წერს ჩოგბურთელი.


როგორც შარაპოვა წერს, სერენა უილიამსი მას მერე ვერ იტანს, რაც 2004 წლის უიმბლდონის ფინალში 17 წლის რუსთან 6:1 6:4 წააგო.


მაშინ ამერიკელმა ჩოგბურთელმა ღიმილით მოულოცა, გადაეხვია და უთხრა „კარგი ნამუშევარია“ (Good Job) თუმცა ცოტა ხანში გასახდელში მარიამ გაიგონა, როგორ ტიროდა მისი მოწინააღმდეგე. 


„მე ვფიქრობ, რომ ის მას მერე ვერ მიტანს, რაც პატარა უსუსურმა გოგონამ დაამარცხა. მაგრამ ის უფრო იმიტომ ვერ მიტანს, რომ მე მაშინ მისი ტირილი გავიგონე“ - წერს შარაპოვა.


მისი თქმით, მას მერე გახდა მისთვის პრობლემა სერენასთან თამაში, რადგან ის გაათმაგებული მოტივაციით თამაშობს.


„ხალხი ხშირად მეკითხება, რატომ მაქვს ამდენი პრობლემები სერენასთან შეხვედრებში? (მარიას ამერიკელთან 21-დან 19 შეხვედრა წაგებული აქვს) ვიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი იმ გასახდელში იმალება“



აღსანიშნავია, რომ იმ ფინალში გამარჯვება, რომელსაც შარაპოვა იხსენებს, მისი პირველი დიდი ტიტული იყო



ამ მომენტისთვის შარაპოვას „დიდი მუზარადის“ 5 ტურნირი აქვს მოგებული, სერენას 23.


 

წყარო: twitter.com

ახალი დამატებული