დამსვენებლების თვალწინ ახალგაზრდა მოკრივე მოკლეს (ვიდეო)

  • სხვადასხვა
  • 13 აგვისტო 14:14

უკრაინულ პოლტავაში, მდინარე ვორსკლას პირას განთავსებულ დასასვენებელ კომპლექში ხელჩართული ჩხუბის მერე იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა უკრაინელი მოკრივე სვიატოსლავ პილიპენკო მოკლეს

მდინარის პირას პლიაჟზე კომპანია, ძირიტადად MMA სტილის მებრძოლებისგან შემდგარი, ერთ-ერთი სპორტსმენის დაბადების დღეს აღნიშნავდა დაქირავებულ ღია დაწესებულებაში, როდესაც ჩხუბი დაიწყო მოკრივეებს და ამ დაწესებულების პატრინებს, მამა შვილ მარჩენკოებს შორის.


ბეისბოლის ჯოხებით შეიარეღებული სპორტსმენები არენდატორებთან გასწორებას აპირებდნენ, როცა უმცროსმა მარჩენკომ სანადირო იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 20 წლის მოკრივე სვიატოსლავ პილიპენკო, რომელიც საკრივო კლუბ Branibor Team-ის წევრი იყო. კიდევ ერთი სპორტსმენი და 7 წლის ბავშვი დაიჭრა ამ სროლისას. 


თავად უფროს მარჩენკოს თავის ქალის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, დაჭრილია შვილიც.


პოლტავის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე სამი მიმართულებით აღძრა - „განზრახ მკვლელობა არააუცილებლობის ფარგლებში“, „განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება“ და „ხულიგნობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე“


 

ახალი დამატებული