დორტმუნდის "ბორუსიამ" დემბელე ვარჯიშს ჩამოაშორა

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 13:49

დორტმუნდის "ბორუსიამ" ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი ვარჯიშს განუსაზღვრელი დროით ჩამოაშორა.

გერმანული კლუბის წარმომადგენელთა განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც დემბელეს მიმართ დაინტერესება კატალონიურმა გრანდმა გამოიჩინა. გავრცელებული ინფორმაციით ბლაუგრანას მთავარ სატრანსფერო სამიზნეს ფილიპე კოუტინიოსთან ერთად ოსმან დემბელეც წარმოადგენს. 


20 წლის ფრანგი ფეხბურთელი ვარჯიშს სატრანსფერო საკითხის გადაწყვეტამდე ვერ დაუბრუნდება. ცოტა ხნის წინ "ბორუსიამ" დემბელე უკვე დააჯარიმა. ფორვარდმა ღიად დააფიქსირა კლუბის დატოვების სურვილი.

წყარო: sports.ru

ახალი დამატებული