ბუფონი: „უკეთესს ვერც ვინატრებდით“

  • საერთაშორისო
  • 13 აგვისტო 10:42

ლეგენდარულმა ჯიჯი ბუფონმა საკუთარი აზრი გამოთქვა კლუბში ახალი 10-იანის გამოჩენაზე - მეკარე თავისი დიდი კარიერის მანძილზე ბევრ სახელოვან 10 ნომერს შეხვედრია კლუბში და ნაკრებში

„ის, რომ დიბალას 10 ნომერი მისცეს, პოზიტიური სიგნალია. ეს მას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს. ისეთი ნიჭიერი მოთამაშე, როგორიც დიბალაა, ღირსეულად შეძლებს „იუვენტუსის“ 10 ნომრის ტარებას და მე არც მეგულება სხვა ასეთი ახლა, ამ მომენტში.


ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ის იტალიის სუპერთასზე ითამაშებს. რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს სიხარულის და ეიფორიის.


დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ჯილდოების რიცხვი კიდევ გაიზრდება და სეზონს კარგ ნოტაზე დავიწყებთ. რაღაც ცვლილებები მოხდა გუნდში და კარგია, თუ გამარჯვებით დავიწყებთ“ - განაცხადა ჯიჯი ბუფონმა. 


იტალიის სუპერთასის მატჩი დღეს, 22:45-ზე დაიწყება

წყარო: football-italia.net

ახალი დამატებული