კოკაინი, 30 ტატუ და შეყვარებული დაქალი (ფოტოგალერეა)

  • ოფსაიდი
  • 13 აგვისტო 13:45

დიდი შანსია, რომ თქვენ არაფერი გსმენიათ ამერიკელ მძლეოსან ინიკა მაკფერსონზე. თუმცა, თუ არ გაგიგიათ, ეს არაა მთავარი - მთავარია ნახოთ

და თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ სახეობაში ლასიცკანე დომინირებს და უკვე მე-16 ტურნირზე გაიმარჯვა, ამერიკელის ახალმა გარეგნობამ ბევრად დიდი ყურადღება დაიმსახურა




ინიკა 30 წლის არის, ტატუები მის სხეულზე კიდევ უფრო ბევრია – რამოდენიმე წლის წინ მას უკვე სათვალავი აერია, 26 იყო თუ 27: მას შემდეგ დაამატა ოლიმპიური რგოლები რიოში გამგზავრების წინ და კიდევ რამოდენიმე ნახატი მთელს ტანზე - მათ შორის, ზოგი ისეთ მონაკვეთზე, რასაც ალბათ ვერ ვნახავთ.


ტატუების უმეტესობა მშობლიურ ტეხასში აბრუნებს:


„დედაჩემი მედდა იყო. მისგან ვისწავლე შრომისმოყვარეობა და ადამიანების სიყვარული. ჯერ კიდევ კოლეჯში ფეხებზე დავიხატე და-ძმების სახელები“. 


მისი საყვარელი ნახატია კისერზე დატანილი კოლიბრი, რომელიც ამბავს გადმოგვცემს: „ცხოვრება გრძელდება და ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ“ 



ინიკა არ ჩერდება, უნდა რომ ტანზე პლანეტის ყველა კონტინენტი დაიტანოს, რათა გამოიყურებოდეს „ჟირაფის ლაქებივით“


მისი ყველა ტატუს ღირებულება უკვე თითქმის 3000 დოლარია.


ამას გარდა მაკფერსონს საკუთარი სტილისტი ჰყავს, რომელთან მუშაობაც უყვარს:


„მე ბავშვობიდან ჩემი საკუთარი სტილის მიმდევარი ვიყავი. როცა დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი, დედამ ფეხსაცმელი მიყიდა – მე ის მაშინვე სხვადასხვა ფერებში მოვხატე“.


ერთხელ ზამთრის სეზონის ტურზე ინიკა მოკლე ტოპით გამოვიდა შეჯიბრზე, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული.


„რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მიყვარს ექსპერიმენტები. მინდა, რომ ყველანაირი თმის ფერი ვცადო. სხვადასხვანაირი გარეგნობის გამო მე უკვე ვცადე სხვადასხვა ფერი“




თუ აქამდე ინიკა მაკფერსონით ვერ მოიხიბლეთ, მარაგში კიდევ რამოდენიმე შტრიხი გვაქვს.


სამი წლის წინ ის კოკაინზე დადებითი ტესტისთვის იყო დისკვალიფიცირებული. შემდეგი 21 თვის განმავლობაში სამრეცხაოში მუშაობდა, რათა შემოსავალი ჰქონოდა. დისკვალიფიკაციის ვადა ზუსტად რიოს ოლიმპიადის წინ გაუვიდა.


„უქმეებზე ქალაქგარეთ ვიყავი წასული, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ამერიკის შესარჩევი ტურნირი გაიმათებოდა. იქ მე დავლია და დიდად ვერც ვაცნობიერებდი, რას ჩავდიოდი. თუმცა ვიცოდი, რომ მალე უნდა შევემოწმებინე. ჩემს ირგვლი არასწორმა ხალხმა მოიყარა თავი და მეც მათ დავემსგავსე




„ეს მძიმე გამოცდილება იყო, თუმცა მე სასარგებლო გაკვეთილიც მქონდა. იმედია, ჩემს ისტორიას რომ გაიგებენ, სხვები არ მოიქცევიან ასე“


და ბოლოს - 2014 წელს სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და აღიარა, რომ ინტიმურ ურთიერთობაში იყო საკუთარ მეგობართან, მორბენალ რეჯინა ჯორჯთან. თუმცა დიდი ხანია უკვე ამ წყვილზე აღარაფერი ისმის - გოგონები ან დაშორდნენ, არ მაქსიმალურად მალავენ თავის ურთიერთობას 




 

ახალი დამატებული