ლეგენდარულმა სპორტსმენმა კარიერა კატასტროფულად დაამთავრა (ვიდეო)

  • მძლეოსნობა
  • 13 აგვისტო 10:09

7-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა უსაინ ბოლტმა შოკში ჩააგდო თანაგუნდელები და გულშემატკივრები - კარიერის ბოლო გარბენი ლეგენდარულმა სპორტსმენმა კატასტროფულად დაამთავრა

4/100 მეტრზე ესტაფეტაში იამაიკის ნაკრები ყოველთვის ფავორიტი იყო, განსაკუთრებით უსაინ ბოლტის და ასაფა პაუელის ხანაში. მიუხედავად მძლეოსნობის უგვირგვინო მეფის კარიერის დაისისა, იამაიკის ნაკრებს მინიმუმ საპრიზო ადგილზე მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ.


აქეთ მიდიოდა საქმე - ბოლტის თანაგუნდელებმა სწრაფად ირბინეს და ესტაფეტის ჯოხი უსაინს გადასცეს, რომელსაც ბოლო 100 მეტრი უნდა ერბინა - ბოლტმა მძლავრად აკრიფა, თუმცა 10-ოდე მეტრში მოულოდნელად კოჭლობა დაიწყო და სარბენ ბილიკზე დაეცა



ძალიან ცუდი სანახავი იყო მუხლებზე დაცემული ლეგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა არა მარტო მძლეოსნობაში, არამედ მთლიანად სპორტში.


მასთან სასწრაფოდ მედიკოსები გაჩნდნენ, თუმცა ბოლტი თანაგუნდელების დახმარებით თავად წამოდგა ფეხზე



ფინალური გარბენი ბრიტანელებმა მოიგეს, რომლებმაც ბოლო წამს ამერიკელებს გაასწრეს. მესამე ადგილზე იაპონელები გავიდნენ.


საბოლოოდ, გამოსათხოვარი მსოფლიო ჩემპიონატი ბოლტისთვის კატასტროფულად დასრულდა - ერთი ბრინჯაოს მედალი 100 მეტრზე სირბილში. 200 მეტრ დისტანციაზე თვითონ თქვა უარი, რომ ესტაფეტისთვის მომზადებულიყო, თუმცა როგორ დასრულდა ესტაფეტა, თავად ნახავთ

ახალი დამატებული