არ გვინდა დიბალა!!! გამარჯობა პაულინიო!!! "ბარსელონაში" სკანდალი მწიფდება

  • საერთაშორისო
  • 12 აგვისტო 23:39

"ბარსელონას" ახალმა სპორტულმა დირექტორმა რობერტ ფერნანდესმა პაულო დიბალას ტრანსფერი არგენტინელი ფეხბურთელის არასაკმარისი ტექნიკური მონაცემების და მესისთან მისი შეუთავსებლობის გამო დაბლოკა 

თუ "ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ "ბარსელონაში" ყველაფერი რიგზე ვერაა. სიტუაციას ისიც ამძიმებს რომ ამავე გამოცემის ცნობით სწორედ ფერნანდესია ის ადამიანი, რომელიც პაულინიოს ტრანსფერს ლობირებდა. 


სპორტული დირექტორის აზრსს "ბარსას" ბორდის ნაწილი არ იზიარებს, მაგრამ ფერნანდესი შეუვალი აღმოჩნდა. საინტერესოა რომ მესი-დიბალას დუეტზე სრულიად საწინააღმდეგო აზრი აქვს არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ხორხე სამპაოლის. ეს უკანასკნელი 'ალბისელესტეს" შემტევ მომავალს მესი-დიბალა-იკარდის ტრიოთი ხედავს.


დიბალამ "იუვენტუსში" ათ ნომრიაინი მაისური მიიღო. არგენტინელი კარიერის პიკზეა. ბარსელონაში კი ორშაბათს პაულინიოს ელოდებიან

ახალი დამატებული