კარგი მწვრთნელი მეორე ტაიმს იგებს!!! შოთას გუნდმა მეტოქეს შესვენების მერე ექვსჯერ გაუტანა

  • საერთაშორისო
  • 12 აგვისტო 23:19

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ფახთაქორმა" ერთ-ერთი აუტსაიდერი "ნეფთჩი" მიიღო და მეტოქე 6:0 დაამარცხა

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ კი "ნეფთჩის" კარში ექვსი უპასუხო გოლი გავიდა. შოთა არველაძის გაწვრთნილ გუნდს ამისთვის 35 წუთი დასჭირდა. დუბლები სერგეევმა და ბეზერამ შეასრულეს, თითოჯერ კი წარმატებას ახმედოვმა და კოზაკმა მიაღწიეს. 


"პირველი საშინაო მატჩი გვქონდა. ცოტას ვნერვიულობდით კიდეც. ურიგოდ არც პირველ ტაიმში გვითამაშია. მომენტები შესვენებამდეც შევქმნეთით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მეორე ნახევარში უფრო სწრაფები და ზუსტები ვიყავით, შესაბამისად შედეგსაც მივაღწიეთ" განაცხადა მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ


"ფახთაქორმა" 17 ტურის შემდეგ 28 ქულა დააგროვა. ტაშკენტელები მეოთხე ადგილზე არიან და ლიდერ "ლოკომოტივს" 11 ქულით ჩამორჩებიან

ახალი დამატებული