ქართველმა ხელბურთელებმა ჯგუფში მესამე თამაში წააგეს (ვიდეო)

  • ხელბურთი
  • 12 აგვისტო 22:05

საქართველოს  19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა გერმანიასთან წააგო.

თბილისში მიმდინარე  19 წლამდე ხელბურთელთა მსოფლიო პირველობაზე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან გამართა და 25-41 წააგო. ქართველმა ხელბურთელები ზედიზედ  მესამე მატჩში დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი თამაში პირველ ტურში ალჟირის  წინააღმდე მოიგო. 


ოთხი ტურის შემდეგ არსებული 2 ქულით ქართველი ხელბურთელები ჯგუფში მე-5 პოზიციამდე დაქვეითდნენ, ხოლო გერმანიის ნაკრები კი დღევანდელი მოგების შემდეგ B ჯგუფში გალიდერდა. 


მორიგ შეხვედრას  საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე , 14 აგვისტოს 18 საათზე გამართავს. 

ახალი დამატებული