კილიან მბაპე - „პარი სენ ჟერმენის“ ახალი ფეხბურთელი!

  • საერთაშორისო
  • 10 აგვისტო 20:18

ესპანური „მარკა“ წერს, რომ კილიან მბაპე კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. მადრიდული გამოცემის მტკიცებით, კლუბებმა უკვე შეათანხმეს ფეხბურთელის ტრანსფერი და საბუთების გაცვლის პროცესში არიან

18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „მონაკო“ 160 მილიონ ევროს მიიღებს. კიდევ 20 მილიონი გათვალისწინებულია ბონუსების სახით.


ცოტა ხანში ორივე კლუბის იურისტების ყველა დეტალს დააზუსტებენ და ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

წყარო: marca.com

ახალი დამატებული