კლაუდიო მარკიზიო - გადატვირთვა

  • ბლოგი
  • 8 აგვისტო 17:20

2016 წლის 26 ოქტომბერს „იუვენტუს სთედიუმზე“ ოვაციები არ დაიშურეს - მშობლიურ სტადიონზე ხომ თვით პრინცი დაბრუნდა. იმ მატჩში მარკიზიომ 73 წუთი ითამაშა. ითამაშა მოთმინებით და იმის დემონსტრირების სურვილით, რისთვისაც იშრომა ეს თვეები

მაგრამ საღი აზრი ეუბნებოდა, რომ მოდუნება არ შეიძლება - იტალიელმა იცოდა, რომ ეს გრძელი გზის დასაწყისი იყო ძირითადში მოსახვედრად



გასული სეზონი არ გამოდგა კლაუდიოსთვის ტრიუმფალური. უფრო მეტიც - ის არანაკლებ რთული იყო, ვიდრე ის სეზონი, როცა ტრავმას იშუშებდა. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა პროცესში მონაწილეობდა, თუმცა მის გულში არ ტრიალებდა. სეზონის დასასრულს მარკიზიომ საჩუქარი მიიღო, რომლის შესახებ თვითონ მოუყვა „იუვენტუსის“ საიტს:


„გულმოდგინედ ვმუშაობ, რომ მალე აღვიდგინო ფორმა ტრავმის მერე. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მე მთელ თავისუფალ დროს აღდგენით პროცესს ვუთმობ და თითქმის არ მქონია დრო შვებულებით დავმტკბარიყავი. წელს კი პირიქით - მშვენიერი ზაფხული გავატარე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ახლა ნამდვილად კარგ ფორმაში ვარ“ - დატვიტა კლუბის ოფიციალურ საიტზე მარკიზიომ.


ამ განცხადებამ გაახარა „ბებერი სინიორას“ გულშემატკივრები, რომლებმაც თავისი თვალით იხილეს ფეხბურთელის პერფორმანსი საზაფხულო ამერიკულ ტურნეზე. ახალმოსულების გარდა იქ ერთი ფეხბურთელი თამაშობდა, ვისი დანახვაც ყველას უხაროდა. ამერიკელი ფანატების წინაშე სულ სხვანაირი მარკიზიო წარსდგა.


რატომ არის „ახალი“ მარკიზიო „ძველზე“ უკეთესი?


ყველა ფეხბურთელისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სპორტსმენისთვის, სხეულის იდეალური მდგომარეობა წარმატების ამოსავალი წერტილია. ჯანმრთელი ორგანიზმის დამსახურებით სპორტულ სიცოცხლეს უფრო იხანგრძლივებს ადამიანი. პრინცმა მიიღო ეს გამოწვევა და ფორმის აღდგენას შეუდგა. თუმცა ამ ყველაფერს დრო უნდა - ვერაფერს იზამ, ზღაპრებში არ ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით ხდება



„მე ვიცოდი, რომ ბოლომდე დასაბრუნებლად გოლი მჭირდებოდა - ყვება კლაუდიო Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.


იქვე ცვლის საუბრის თემას, რადგან აღარ უნდა, რომ კლაუდიო მარკიზიოს სახელი და გვარი მტკივან მუხლთან ასოცირდებოდეს.


„ჩვენი გუნდი იზრდება, ჩვენ ახალი ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით შეტევაში. შეხედეთ დუგლას კოშტას, ის ახლახანს მოვიდა გუნდში და უკვე თავისი ადგილი იპოვა. ის ნამდვილი ჩემპიონია“ - ამბობს პრინცი. 


ეს უფრო ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მცდელობას ჰგავს, თორემ ხომ ყველამ ვნახეთ, რომ ამერიკულ ტურნეზე მარკიზიო იყო გუნდის სული და გული.



ერთ რამეში დამეთანხმებით, რომ „გადატვირთვა“ ცოტა ხმამაღლა არის ნათქვამი. არ არსებობს, რომ მხოლოდ ფიზიკურმა პროგრესმა შეცვალოს ფეხბურთელი, უნდა მომხდარიყო რაღაც ექსტრაორდინალური. ზუსტად ეს მოხდა - ლეო ბონუჩიმ „იუვენტუსი“ დატოვა. იმ მომენტში „იუვენტუსის“ ყველა გულშემატკივარი გაუგებრობაში აღმოჩნდა. მართალია ცოტა ხანში ამ ტრანსფერის ირგვლივ წარმოქმნილი ბურუსი ნელ-ნელა გაიფანტა, მაგრამ ბევრმა „ბიანკონერიმ“ ვერ მიიღო ის, რაც მოხდა. ერთ-ერთი ასეთი იყო მარკიზიო, ტყუილად არ ტოვებდა ის მოწონებებს ასეთი პოსტების ქვემოთ




(ფანატის პოსტი ინსტაგრამზე, სადაც მარკიზიო „ნამდვილია“, ხოლო ბონუჩი „მშიშარა“)


ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო საუბარი რამე ბოღმაზე, გასაგები ამბავია, რომ ამაზე არც არის ეს ამბავი; მარკიზიომ იმავე ინტერვიუში რომაულ გაზეთთან თქვა, რომ „იუვენტუსი“ პატივს სცემს ბონუჩის გადაწყვეტილებას. ეს უფრო იმედგაცრუებაა, როგორც მეგობრისგან და თანაგუნდელისგან, მაგრამ პირველ რიგში „იუვენტინოსგან“. პრინცმა მთელი გუნდის წყენა თავის თავზე მიიღო და იცის, რომ მომავალში უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.


ნაწილობრივ ამიტომაც, მას ყველაზე ძალიან უხარია ბერნარდესკის გუნდში მოსვლა, ასევე არ დავიწყებია, რომ „ბებერ სინიორაში“ კიდევ არიან კარგი მცველები, განსაკუთრებით დანიელე რუგანი, რომელიც „ახალაგაზრდაა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი“ 



ეს ის დროა, როცა ფეხბურთელები სულ უფრო ემსგავსებიან დაქირავებულ შემსრულებლებს, ალბათ ამიტომაც კლაუდიო ვეღარ ხედავს ისეთ მოთამაშეებს, რომელიც ბოლომდე უერთგულებს შავ-თეთრ მაისურს. ახლა უბრალოდ ფეხბურთის თამაში საკმარისი აღარ არის, ამოცანა ბევრად უფრო რთულია. საჭიროა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გადასცენ „ბიანკონერის“ სულისკვეთება. ამაში მდგომარეობს მომავალი კაპიტნის მისიაც, „იუვენტუსის“ კაპიტნის. 


ადგილი მოედანზე


ტრადიცია არ იცვლება და მომავალ სეზონშიც მოუწევს მასიმილიანო ალეგრის ახალი გუნდის შექმნა -შეთამაშება. კარგია, რომ ყველა რგოლი ასე თუ ისე გაძლიერდა, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ბოლო წლებში სუსტ წერტილად ქცეული ნახევარდაცვა რჩება. ახალ ფორმაციაზე საუბარი ახლა არარაციონალური იქნებოდა, რადგან ჯერ არავინ იცის, კიდევ რა გენიალური აზრი მოუვა ალენატორეს. ისე, „ლაციოსთან“ მატჩების წინ ასეთი რამე ხდება ხოლმე.


„მარკიზიოს პოზიცია?  სქემაში ორ ან სამ ნახევარმცველთან. თუმცა მას შეტევასთან უფრო ახლოს თამაშიც შეუძლია, სულაც თავდამსხმელების უკან“ - ამბობს ინტერვიუში ალეგრი. ნახევარდაცვას ბალანსი სჭირდება და მაქსმა ეს ძალიან კარგად იცის. ახლა ცენტრში „თავისუფალი მხატვრების“ მოძებნა ძნელი არ არის, მაგრამ ვინ უზრუნველჰყოფს მათ თავისუფლებას, ეგაა საკითხავი. ამ ადგილს მშვენივრად მოერგებოდა სტივენ ნ'ძონძი - სწორედ ასეთი მოთამაშე გაუხსნიდა ხელ-ფეხს ელეგანტურად მოთამაშე ტურინულ ნახევარდაცვას



ალეგრი თავის თავი მტერი არ არის, ასე რომ მას მოუწევს მარკიზიოს ნდობა. ტონი კროოსის „იუვენტუსში“ გადმობარგებაზე აგორებული ხმები მხოლოდ ერთ კითხვას ბადებს: „რა აზრი აქვს გერმანელში მრავალი მილიონის დახარჯვას, თუ ის კონკურენციას წააგებს იტალიელთან?“


ახალი მარკიზიო - ეს არის ნარევი მოტივაციის, გამოცდილების და ამტანობის, რომელიც ახალ და მძლავრ ორგანიზმში განსხეულდა. ასეთმა ნარევმა ფანტასტიური შედეგი უნდა მოიტანოს. დრო მოვიდა, რომ პრინცმა ბოლო სიჩქარეზე გადართოს და ყველა ოცნება აისრულოს



 

ახალი დამატებული